საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ცინცაძემ ავსტრიასთან მატჩამდე კომენტარი გააკეთა. ქართველი უკანახაზელის თქმით მისი ჯანმრთელობა ჯერ კიდევ არ არის სახარბიელო, თუმცა ეცდება, რომ გამოცდილების ხარჯზე ნაკრებს დაეხმაროს.
“საკმაოდ მნიშვნელოვანი მატჩია. ბევრი რაღაც წყდება ავსტრიასთან თამაშით. მთავარია მოვიგოთ და შემდეგ მატჩზე მერე ვიფიქროთ. ბიჭები მონდომებულნი არიან, ტაქტიკურადაც მზად ვართ. ჩემს ჯანმრთეობას რაც შეეხება – ნამდვილად არ ვარ ოპტიმალურ ფორმაში, თუმცა მონდომებული ვარ და ვეცდები, რომ გამოცდილებით ნაკრებს დავეხმარო”, - განაცხადა ცინცაძემ.
შეგახსენებთ, რომ ავსტრიისა და საქართველოს მატჩი 23 თებერვალს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.