კალათბურთი

14:28 | 12.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილს ტრავმამ თავი შეახსენა

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მანუჩარ მარკოიშვილმა ისევ ვერ ითამაშა. მისმა “რეჯიო ემილიამ” იტალიის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩი სტუმრად, “კაპო დ’ორლანდოსთან” გამართა და 81:70 გაიმარჯვა, თუმცა ქართველი ფორვარდი სიცილიაში გუნდთან ერთად არ იმყოფებოდა. მიზეზი მარცხენა მუხლია, რომლის ტკივილის გამოც ქართველმა უკანახაზელმა იტალიის ჩემპიონატის წინა, 4 თებერვალს გამართული მატჩი “სასარი დინამოსთან” გამოტოვა, თუმცა შემდეგ ევროთასზე ითამაშა და ახლა ტკივილმა თავი ისევ შეახსენა.

ზუსტად 10 დღეში საქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრიაში ჩავა, სადაც 23 თებერვალს ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში შეხვდება. წუხანდელი მატჩის გამოტოვების შემდეგ, მანუჩარის ავსტრიასთან თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

gbf.ge

0.114922