ფეხბურთი

20:10 | 8.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელების ორი ამხანაგური ავსტრიასთან

მარტში გასამართი ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდისთვის მზადების პროცესში საქართველოს 17-წლამდე ნაკრები დღეს მორიგ შეკრებას იწყებს.

გიორგი ნემსაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა, რომელთაც ვარჯიშის გარდა, ორ ამხანაგურ მატჩშიც გამოცდის. ჩვენი მეტოქე ავსტრიის 17-წლამდე ნაკრები იქნება. შეხვედრები კი 12 და 15 თებერვალს თბილისის ზღვასთან მდებარე „ზესტაფონის“ ბაზაზე ჩატარდება.

მეკარეები: ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ), ლუკა კუტალაძე (დინამო თბ), ლუკა ლეჟავა (საბურთალო);

მცველები: ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი), გიორგი აბზიანიძე (ტორპედო), ირაკლი აზაროვი (დინამო თბ), ზურაბ ბაქრაძე (დინამო თბ), სანდრო კალანდაძე (დინამო თბ), ირაკლი წაქაძე (ტორპედო), ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), გოგა გოგოლაძე (რუსთავი);

ნახევარმცველები: ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ), ვახტანგ ჩარკვიანი (დინამო თბ), გიორგი შალიკაშვილი (დინამო თბ), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), ბექა აშორდია (იბერია 2010), აკაკი დეკანოსიძე (იმოლეზე კალჩო, იტალია);

თავდამსხმელები: ელგუჯა ჯანგველაძე (დინამო თბ), ზურიკო დავითაშვილი (ლოკომოტივი), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო თბ), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), ლადო ჩიხრაძე (საბურთალო), გიორგი გაგუა (იბერია 2010).

GFF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116653