ერთმატჩიანი უქმობის შემდეგ, მანუჩარ მარკოიშვილი მოედანს დაუბრუნდა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვებაშიც დაიდო წილი. “რეჯიო ემილიას” ქართველი ფორვარდი მუხლის ტკივილმა შეაწუხა, რის გამოც მან იტალიის ჩემპიონატის წინა მატჩი გამოტოვა. მწვრთნელებმა მანუჩარი დაასვენეს და ის წუხელ, ევროთასის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, ფრანგული “ვილერბანის” წინააღმდეგ ათამაშეს.
იტალიურმა კლუბმა 75:68 იმარჯვა და საკუთარ – H ჯგუფში 4 მოგებითა და 2 მარცხით პირველი ადგილი გაინაღდა. ქართველმა უკანახაზელმა 22:08 წუთი ითამაშა და 7 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. მანუჩარმა 4-დან 2 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ. რეჯიოემილიელთაგან 10-ქულის ზღვარს მხოლოდ ამადეო დელა ვალე ასცდა, რომელმაც 19 ქულა მიითვალა.
“რეჯიო ემილია” მეოთხედფინალში გავიდა და მისი მეტოქე F ჯგუფის მეორეადგილოსანი – სანკტ პეტერბურგის “ზენიტი” იქნება. პლეი ოფის სერიის მატჩები 6-დან 14 მარტამდე გაიმართება.
gbf.ge