სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

12:27 | 6.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ცქიტიშვილის 11 ქულა და მორიგი მარცხი ლიბანში

ნიკა ცქიტიშვილის “ბიბლოსმა” ისევ წააგო. ლიბანის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში ბიბლოსელები ცხრილში მეზობლად მყოფ “ანტონინსს” შეხვდნენ და 63:74 დამარცხდნენ. შედეგად, “ბიბლოსმა” ცხრილში ბოლოსწინა ადგილი დაიკავა და ახლა ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მოუწევს ბრძოლა.

ცქიტიშვილი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 38 წუთში 11 ქულა და 7 მოხსნა (3 შეტევაში) მიითვალა. ნიკამ 6-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 2-ჯერ დაუფარეს და მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 5-ჯერ დაირღვა.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.113798