კატალონიის “ბარსელონას” შემტევი უსმან დემბელე ლაზარეთში დაბრუნდა. როგორც “ბლაუგრანას” ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, ფრანგ ფეხბურთელს დაზიანება მარცხენა ბარძაყზე აღენიშნება და ამის გამო მოედანზე თითქმის 1 თვის განმავლობაში ვერ გავა.
“კვირას, “ანოეტაზე” გამართულმა მატჩმა ცუდი ამბავი მოიტანა – დემბელე ტრავმირებულია. მატჩის მიწურულს მან ფეხში ტკივილი იგრძნო და როგორც გამოკვლევამ აჩვენა მარცხენა ბარძაყის დაზიანების აღდგენით პროცესს 3-4 კვირა დასჭირდება”, - ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, უსმან დემბელე “ბარსელონაში” გასულ ზაფხულს 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, თუმცა აქამდე დროის უმეტესი ნაწილი ლაზარეთში გაატარა. ფრანგმა “ბარსას” რიგებში დღემდე 7 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე პასით გამოირჩა.