სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
სხვა

20:23 | 15.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

სეულში ხელმოკლე ოჯახებს პიონჩანგ 2018-ის ბილეთებს უსასყიდლოდ დაურიგებენ

სეულის მერის პარკ ვონ-სუნის ცნობით, პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დასასწრები 42 ათასი ბილეთი სამხრეთ კორეის დედაქალაქში მცხოვრებ ხელმოკლე ოჯახებს უსასყიდლოდ დაურიგდებათ.

მერიის ეს ნაბიჯი პიონჩანგი-2018-ის თავისებური მხარდაჭერა იქნება. ამასთან, ასეთ ოჯახებს მოემსახურებათ უფასო ავტობუსები, რომლებიც სამხრეთ კორეის დედაქალაქიდან 130-მდე კილომეტრით დაშორებულ პიონჩანგის ოლიმპიურ არენებამდე რეგულარულად ივლიან. მერის განმარტებით, მცირე შემოსავლიან ოჯახებს ასევე შესთავაზებენ უფასო სასმელსა და საკვებს.

აღსანიშნავია, რომ უსასყიდლო ბილეთები იმ სახეობებზე მოდის, სადაც მაყურებელთა დიდ რაოდენობას არ ელიან, ასეთებად კი თხილამურებით რბოლასა და ბიატლონს მოიაზრებენ.

„ეს ოლიმპიადა მიმართულია სოციალური ინტეგრაციისკენ და შიდა კორეული კავშირების განმტკიცებისკენ. სეული ყველაფერს იღონებს ამის განსახორციელებლად, - ამბობს სეულის მერი, - ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ეროვნული პირველობა. ესაა ღონისძიება, რომელიც განამტკიცებს საზოგადოების კავშირებს მთელი მსოფლიოს მოქალაქეებთან. როგორც თამაშების თანამასპინძლები, სეული და განგვონის პროვინცია ასევე იზრუნებენ პიონჩანგის ოლიმპიადის წარმატებისთვის."

სეულის მთავრობის საზრუნავი იქნება ასევე 7 ათასამდე მოხალისეს გაგზავნა პიონჩანგში. გარდა ამისა, გათვალისწინებულია საგანგებო ტრანსპორტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვისაც.

იმისთვის, რომ პიონჩანგი-2018 სავსე ტრიბუნების თანხლებით ჩატარდეს, ბილეთის შეძენით კორეელებს მაგალითი თავად ქვეყნის პრეზიდენტმა მუნ ჯიე-ინმა მისცა. ბილეთების მნიშნელოვანი ნაწილი შეიძინეს ბანკებმაც.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.122388