სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

20:54 | 4.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ცქიტიშვილი კარიერას ლიბანში გააგრძელებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრი 34 წლის ნიკოლოზ ცქიტიშვილი ლიბანურ კლუბ “ბიბლოსში” ჩაირიცხა და პირველი შეხვედრაც ჩაატარა.

ლიბანის ჩემპიონატის მე-13 ტურში ნიკას “ბიბლოსი” გასვლაზე ჰოუმნეტმენთან” 91:68 დამარცხა. ცქიტიშვილმა პარკეტზე 32 წუთი დაჰყო და ამ დროში გუნდს 11 ქულა და 5 მოხსნა შესძინა. ნიკამ 9-დან 5 ორქულიანი და 3-დან ერთი საჯარიმო სროლა ჩააგდო.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.113973