2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დასასწრები 700-ათასამდე ბილეთი - საერთო რაოდენობის 60 პროცენტზე მეტი - უკვე გაყიდულია.
მართალია, თავდაპირველად ბილეთები ცუდად იყიდებობა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა დაიწყო, გულშემატკივრები საგრძნობლად გააქტიურდნენ.
გაყიდული ბილეთების მიხედვით, ზამთრის სპორტის მოყვარულებს შორის ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობებია: სამთო-სათხილამურო სპორტი - გაყიდულია ბილეთების 81 პროცენტი; თხილამურებით რბოლა - გაიყიდა ბილეთების 79 პროცენტი; ციგურაობა - 74 პროცენტი და ბობსლეი - 70 პროცენტი.
ოლიმპიადის სტარტამდე თვენახევრით ადრე გაიყიდა ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე დასასწრები ბილეთების 67 პროცენტი.
23-ე ოლიმპიური თამაშები 9-25 თებერვალს სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანგში ჩატარდება.
geonoc.org.ge