ფეხბურთი

22:00 | 15.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფილიპ ლამი: “რისთვის არის “ოქროს ბურთი”?

გერმანიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ფილიპ ლამმა განაცხადა, რომ “ოქროს ბურთი”, უბრალოდ, ცერემონიალია და მხოლოდ პოპულიზმზეა გათვლილი. ლამი მიიჩნევს, რომ “ოქროს ბურთის” მფლობელის გამოვლენის კრიტერიუმები უნდა შეიცვალოს.

“ვფიქრობ, რეფორმა საჭიროა. “ოქროს ბურთი” კონკურსი გახდა თავდამსხმელებს შორის პოპულარობის მხრივ”.

ლამმა ხაზი გაუსვა, რომ მცველებსა და მეკარეებს გამარჯვების მინიმალური შანსი აქვთ, რაც არასწორია.

0.121818