"მანჩესტერ სიტი" მზადაა გერმანიის ეროვნული ნაკრების შემტევს ლეროი სანეს ახალი კონტრაქტი გაუფორმოს. 21 წლის ფეხბურთელი კლუბის ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია და როგორც The Sun-ი იუწყება, "სიტი" მზადაა ახალი ხელშეკრულებით სანეს ხელფასი კვირაში 80, 000 გირვანქა სტერლინგამდე გაუზარდოს.
ლეროი "ქალაქელებს" "შალკედან" 2016 წლის ზაფხულში შეუერთდა და პირველივე სეზონში ჩატარებულ 37 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სეზონში სანეს პროგრესი აქვს და 19 შეხვედრაში თავი 8-ჯერ გამოიჩინა, ხოლო თანაგუნდელებს ასევე 8-ჯერ გაატანინა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება მანჩესტერულ გრანდში გადასვლის შემდეგ 30-დან 45 მილიონ ევრომდე გაიზარდა.