19-წლამდელთა ლიგაში გადამწყვეტი მატჩი გაიმართა. ბოლო ტურების შემდეგ ცხადი გახდა, რომ ჩემპიონობისთვის ორი გუნდი იბრძოლებდა: “დინამო” და “ლოკომოტივი”. დინამოელებს უკეთესი სატურნირო მდგომარეობა ჰქონდათ და ამდენად, ვასილ მაისურაძის გაწვრთნილ “ლოკოს” მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა.
დაძაბული თამაში დინამოელებმა 1:0 მოიგეს და უკვე ძალიან ახლოს არიან ჩემპიონობასთან. ვლადიმერ კაკაშვილის გაწვრთნილებს 10 მატჩში 27 ქულა აქვთ.
დინამო-ლოკომოტივი 1:0
დინამო: ბულისკერია, გაბელაია, ბ.ხარშილაძე, უგრეხელიძე, გაბიტაშვილი, ძოწენიძე, კაკულია (გ. ხარშილაძე), დარცმელია, ერგემლიძე (ბასარია), კიტეიშვილი (გოგობერიშვილი), იაკობიძე
ლოკომოტივი: გურგენიძე, კიკალიშვილი, ანდრონიკაშვილი, ჯაფარიძე, ნიკოლეიშვილი, ჯანაშია, ნანობაშვილი (ცერცვაძე), ქიმერიძე (გაბუნია), სილაგაძე, სპანდერაშვილი, ინჯგია (აბულაძე)
გოლი: 1:0 კაკულია (11)
მსაჯი: ნონიკაშვილი (თბილისი)
საქართველოს 19-წლამდელთა ლიგის ჩემპიონი გაისად უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე ითამაშებს. იქ, სადაც ამჟამად “საბურთალოა”.