“ტოტენჰემის” თავდამსხმელი ჰარი კეინი პრემიერლიგის სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. აღნიშნულ ინფორმაციას პრემიერლიგის ტვიტერის გვერდი ავრცელებს.
კეინმა გასულ თვეში პრემიერლიგაში 4 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. აღშნიშნული ჯილდო ინგლისელმა უკვე მეხუთედ მოიგო. ამაზე მეტჯერ თვის საუკეთესოდ მხოლოდ სტივენ ჯერარდი დაუსახელებიათ – ექვსჯერ.
ამავე თვეში საუკეთესო მწვრთნელის ტიტული “მანჩესტერ სიტის” თავკაც პეპ გვარდიოლას გადაეცა.