ფეხბურთი

13:23 | 12.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

კოუტინიოს არ ეშვებიან

“ბარსელონა” “ლივერპულიდან” ფელიპე კოუტინიო შეძენის იმედს არ კარგავს და ბრაზილიელი ფეხბურთელის გადაბირებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯარის დროს ისევ შეეცდება. ამის შესახებ “ბლაუგრანას” აღმასრულებელმა დირექტორმა ოსკარ გრაუმ Sport-თან ინტერვიუში განაცხადა.

“ჩვენ მზად ვართ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარის დროს დავიმატოთ კოუტინიო, ისევე როგორც სხვა ფეხბურთელები, რომელთა შეძენას სამწვრთნელო შტაბი გვთხოვს. გვინდა, კონკურენტუნარიანი შემადგენლობა შევკრათ”, - განაცხადა გრაუმ.

Mundo Deportivo-ს ცნობით, “წითლების” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ხელს აღარ შეუშლის აღნიშნულ ტრანსფერს, რადგან იგი უკვე შეეგუა ფეხბურთელის შესაძლო დაკარგვას. თუმცა “ბარსელონას”, შესაძლოა, გზაზე “პარი სენ ჟერმენი” გადაეღობოს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფრანგული კლუბი მზად არის, 25 წლის ბრაზილიელში 150 მილიონი ევრო გადაიხადოს.

შეგახსენებთ, კატალონიელები კოუტინიოს შეძენას ზაფხულში, ნეიმარის პსჟ-ში გადასვლის შემდეგ ცდილობდნენ, მაგრამ “ლივერპულთან” საერთო ენის გამონახვა ვერ მოახერხეს.

0.127395