ფეხბურთი

10:30 | 28.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის მერიის თასი 2017

კვირას, 1 ოქტომბერს, 15:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე თბილისის მერიის თასის ფინალი გაიმართება.

მერიის თასის გათამაშებაში თბილისის ლიგის უმაღლესი და პირველი ლიგების 30 გუნდი მონაწილეობდა და ორი ფინალისტი გუნდი ოლიმპიური სისტემით გამოვლინდა.

ფინალურ მატჩში ერთმანეთს სამოყვარულო საფეხბურთო კლუბები "ნახალოვკა" და "35-ე თბილისი" დაუპირისპირდებიან. დასწრება თავისუფალია.

„თბილისის მერიის თასი 2017“ საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.
თბილისის ლიგის ოფიციალური პარტნიორი და ფინანსური მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.

პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „აჭარა“, ტელეკომპანია „თრიალეთი“.
ინტერნეტ პორტალები: “sportstar.ge”, „worldsport.ge“, „Goal.ge“, “1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო”, რადიო „ჯაკო“.

საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია

0.126984