ფეხბურთი

0:35 | 31.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

კობახიძემ “გიოზთეფე” დატოვა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი სანდრო კობახიძე “გიოზთეფეს” ფეხბურთელი აღარაა. ამის შესახებ თურქული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი წერს.

ზემოხსენებული წყაროს ცნობით, მხარეებმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულება გაწყვიტეს და ქართველი ნახევარმცველი თავისუფალი აგენტი გახდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ კლუბი მადლობას უხდის ფეხბურთელს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს საფეხბურთო კარიერაში.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის მოთამაშე “გიოზთეფეში” გასულ ზამთარს გადავიდა. მან თურქული კლუბის მაისური 17-ჯერ მოირგო და 3 საგოლე გადაცემით დაეხმარა.

ცნობისთვის, “გიოზთეფეს” ზაფხულში ახალი მწვრთნელი ჩაუგდგა სათავეში, რომელიც კობახიძეს არ სწყალობდა და ამიტომაც, ქართველმა ფეხბურთელმა კლუბის დატოვება გადაწყვიტა.

0.104291