საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა მზადება დაიწყო. 1 სექტემბერს გია გეგუჩაძის გუნდი ახალ ევროშესარჩევ ციკლს პოლონეთთან საშინაო მატჩით იწყებს. შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მთავარმა მწვრთნელმა გაფართოებული შემადგენლობიდან 22 ფეხბურთელი დაიტოვა და ამჟამად პოლონეთთან მატჩისთვის ეს მოთამაშეები ემზადებიან:
მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), ოთო გოშაძე (საბურთალო), ბექა ქურდაძე (ლოკომოტივი);
მცველები: დავით კობოური (დინამო თბ), გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), გიორგი ქანთარია (გროდნო, ბელარუსი), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), აკაკი შულაია (დინამო თბ);
ნახევარმცველები: გიორგი კუცია (დინამო თბ), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო თბ), ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), ლევან ელოშვილი (კაპფენბერგი, ავსტრია), ირაკლი ბიძინაშვილი (საბურთალო), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), ნიკა ბაშელეიშვილი (თელავი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი);
თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე (დინამო თბ), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ვატო არველაძე (ლოკომოტივი), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი).
საქართველო-პოლონეთის მატჩი 20:00 საათზე დაიწყება, ბილეთის ფასი კი 2 და 3 ლარია.