ფეხბურთი

13:20 | 15.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ალექსის სანჩესი შესაძლოა “ქალაქელი” გახდეს

ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელმა ალექსის სანჩესმა, შესაძლოა, კარიერა “მანჩესტერ სიტში” გააგრძელოს.

“ქალაქელები" ჩილელი მოთამაშის თაობაზე “მეთოფეებისთვის” 60 მილიონი ევროს შეთავაზებას გეგმავენ.

სანჩესს სურს, რომ პრემიერლიგაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდეს, “არსენალი” კი კვირაში 400 ათას გირანქა სტერლინგზე მეტს არ სთავაზობს. სანჩესისა და “არსენალის” შეთანხმებას 2018 წლის ზაფხულში ეწურება ვადა, თავად მოთამაშეს კი ახალი კონტრაქტის გაფორმება არ სურს.

სანჩესით “სიტის” გარდა “პარი სენ ჟერმენი” და “ჩელსიც” ინტერესდებიან.

შეგახსენებთ, რომ ჩილელი ფეხბურთელი “არსენალში” 2014 წლიდან თამაშობს და ამ დროის განმავლობაში 140 მატჩში 69 გოლის გატანა მოახერხა.

0.111777