ფეხბურთი

13:35 | 3.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ახალი აღმასრულებელი დირექტორი “ტორპედოში"

საფეხბურთო კლუბ „ტორპედო“ ქუთაისის პრეზიდენტის ზაალ ჩაჩავას გადაწყვეტილებით, კლუბის აღმასრულებელ დირექტორად მამუკა მოსიაშვილი დაინიშნა.

მამუკა მოსიაშვილი 42 წლის გახლავთ. აქვს უმაღლესი იურიდიული და ეკონომიკური განათლება. მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე: საქართველოს მთავარი პროკურატურის ეკონომიკურ დეპარტამენტში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განყოფილების უფროსად, თბილისის განვითარების ფონდში ეკონომიკური სამსახურის უფროსად, „თელასის“ ბიზნეს ცენტრ „ისანის“ უფროსად, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლად, თბილისის მერიაში მთაწმინდა-სოლოლაკი- ორთაჭალის მუნიციპალიტეტის უფროსად...

"ტორპედოს" პრესსამსახური

0.11