ფეხბურთი

15:54 | 1.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ნავასი “სევილიაში” დაბრუნდა

ესპანურმა “სევილიამ” ოფიციალურად გამოაცხადა გუნდში ხესუს ნავასის დაბრუნების შესახებ. 31 წლის ნახევარმცველმა “მანჩესტერ სიტი” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და მშობლიურ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. რაც შეეხება ხელშეკრულების ფინანსურ მხარეს, ოფიციალურად არ დასახელებულა, თუმცა ესპანური გამოცემების ინფორმაციით, “სევილიაში” ნავასის ანაზღაურება 2 მილიონი ევრო იქნება.

ხესუს ნავასი “სევილიას” აკადემიის აღზრდილია და პირველი გუნდის ღირსებას 2003-2013 წლებში იცავდა, საიდანაც გადავიდა “მანჩესტერ სიტიში”. გასულ სეზონში ფეხბურთელმა მანჩესტერელთა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, პრემიერლიგაში ჩატარებული 24 მატჩიდან სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ 12-ჯერ მოხვდა, სეზონის ბოლოს კი კლუბთან კონტრაქტი დაუსრულდა და მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელება არ ისურვეს.

0.1155