ფეხბურთი

14:38 | 28.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

დიბალა "იუვენტუსში" ბედნიერია

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა პაულო დიბალამ კლუბიდან შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებული ხმები უარყო. 23 წლის ფეხბურთელი ამბობს, რომ “იუვეში” თავს ბედნიერად გრძნობს და ახალი სეზონისთვის ემზადება.

“იუვენტუსში” ბედნიერი ვარ. ვემზადები და ბევრს ვვარჯიშობ, რომ ახალ სეზონში მაღალ დონეზე ვითამაშო. “ბარსელონა”? ვიმეორებ, ტურინში თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ სასიამოვნოა ასეთი გუნდის ინტერესი. გამოდის, რომ ჩემი კარიერა ვითარდება. თუ რომელიმე კლუბიდან შემოთავაზება იქნება, ეს პირველ რიგში კლუბის ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია, შემდეგ კი – ჩემი”, - აღნიშნა დიბალამ.

შეგახსენებთ, პაულო დიბალა “იუვენტუსში” 2015 წელს “პალერმოდან” გადავიდა. არგენტინელს “ბებერ ქალბატონთან” კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, ხოლო “ბარსელონაში” მას მოიაზრებენ ნეიმარის ერთ-ერთ შემცვლელად. მოგეხსენებათ, ბრაზილიელი, შესაძლოა, პსჟ-ში გადაბარგდეს.

0.114319