ჰოლანდიელი ნახევარმცველი მარკო ვან გინკელი მომდევნო სეზონშიც პსვ-ში ითამაშებს. ამის შესახებ “წითლების და თეთრების” ოფიციალური ვებგვერდი წერს.
24 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებებს ლონდონის “ჩელსი” ფლობს, თუმცა ანტონიო კონტეს გეგმებში ვერ ჯდება და გასული სეზონის მეორე ნახევარშიც პსვ-ში განათხოვრებული გახლდათ. ვან გინკელი ჰოლანდიურ გრანდში 2017/2018 წლების სეზონსაც იჯარით ჩაატარებს.
მან გასულ სეზონში პსვ-ს მაისური 15-ჯერ მოირგო, 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.