ფეხბურთი

21:03 | 13.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

უნგრულმა კლუბმა არაბული წარადგინა

უნგრულმა "ბალმაზუივაროშმა" ქართველი ახალწვეული ბაჩანა არაბული წარადგინა. ფეხბურთელსა და კლუბს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

როგორც იცით, არაბული თბილისის "დინამოდან" გადავიდა "ბალმაზუივაროშში", რომელიც უნგრეთის უმაღლესი ლიგის დებიუტანტია. სხვათა შორის, უნგრეთში სეზონი ზეგ დაიწყება. არაბულის გუნდს პირველი ტური "ვიდეოტონთან" გასვლაზე ელის.

0.117173