ფეხბურთი

12:11 | 13.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

12 ივლისის გამორჩეული ტრანსფერები

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ნელ-ნელა ხურდება. გუშინ, ევროპაში საკმაოდ ბევრი საინტერესო ტრანსფერი გაოფიციალურდა. წარმოგიდგენთ 12 ივლისის გამორჩეულ სატრანსფერო გარიგებებს, რომლებიც ოფიციალურად დადასტურდა.

დუგლას კოშტა – “ბაიერნიდან” “იუვენტუსში” იჯარით

ბრაზილიელი ფეხბურთელის ერთწლიანი იჯარა “იუვენტუსს” 6 მილიონი ევრო დაუჯდა. გაისად კი, მისი გამოსყიდვის შემთხვევაში 40 მილიონი ევროს გაღება მოუწევს. კოშტამ 11 ნომრიანი მაისური მოირგო.

დანი ალვეში – პსჟ-ში თავისუფალი აგენტის სტატუსით

დანი ალვეშმა “იუვენტუსი” ცოტა ხნის დატოვა და ბევრი მას ინგლისში ელოდა, თუმცა ვეტერანმა მცველმა პსჟ არჩია. კონტრაქტი ორწლიანია.

მარტინ გაიციარი – “სლოვანიდან” “ფიორენტინაში”

მარტინ გრაიციარი ჩეხეთის 19 წლამდე ნაკრების ფეხბურთელია და საქართველოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა. მეორე ტურში, პორტუგალიას გოლი სწორედ მან გაუტანა.

პაპუ გომესი – “ატალანტა”

ბერგამოს “ატალანტაში” ალეხანდრო პაპუ გომესზე მზე და მთავრე ამოსდით. არგენტინელს “მილანს” უკავშირებდნენ, თუმცა საბოლოოდ ბერგამოელებთან ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.

ოლივერ ნტჩამი – “სიტიდან” “სელტიკში”

“მანჩესტერ სიტიმ” ოლივერ ნტჩამი გლაზგოს “სელტიკს” დაუთმო. ფრანგმა ნახევარმცველმა ინგლისში ფეხი ვერ მოიკიდა, გასული სეზონი კი იჯარით “ჯენოაში” გაატარა. “სელტიკთან” მან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ვიტოლო – “სევილიადან” “ატლეტიკოში”

ესპანეთის ნაკრების შემტევი მადრიდის “ატლეტიკოსთვის” გაირჯება. თუმცა, მხოლოდ იანვრიდან. საქმე ისაა, რომ “როხიბლანკოს” სატრანსფერო ბანი ადევს და ამიტომაც, ფეხბურთელი ზამთრამდე თამაშს ვერ შეძლებს. კონტრაქტი კი ხუთწლიანია.

ადნან იანუზაი – “მანჩესტერიდან” “სოსიედადში”

ბელგიელის “ოლდ ტრაფორდული” ხანა დასრულებულია. ამიერიდან იანუზაი “სოსიედადის” ფეხბურთელია და ასე იქნება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ინგლისელებმა 10 მილიონი ევრო მიიღეს.

0.124101