ფეხბურთი

19:25 | 25.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მონაკო” მბაპეს ხელფასის 9-ჯერ გაზრდას დაპირდა

ფრანგული “მონაკო” მზად არის თავისი ახალგაზრდა თავდამსხმელი, კილიან მბაპე ყველაფრის ფასად შეინარჩუნოს და ფრანგს 9-ჯერ მეტ ხელფასს სთავაზობს.

belN SPORTS-ის ინფორმაციით მბაპეს მიმდინარე ხელფასი კვირაში 18 ათასი ევროს შეადგენს, ხოლო ახალი კონტრაქტით 162 ათასი ევრო იქნება.

მბაპე კლუბში გახდება ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი რადამელ ფალკაოსთან ერთად.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა მოთამაშეზე ევროპის საუკეთესო კლუბები ნადირობენ, მაგრამ “მონაკო” უარს აცხადებს მის გაყიდვაზე. ბოლო შეთავაზება მბაპეს მიმართ 100 მილიონ ევროს უდრიდა.

0.118848