ფეხბურთი

15:26 | 25.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივის" კლიპის პრეზენტაცია 

24 ივნისს, კინოთეატრ "ამირანში" თბილისის "ლოკომოტივის" საიმიჯო კლიპის პრეზენტაცია გაიმართა. კლუბის ხელმძღვანელების გარდა, ჩვენებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები, ალექსანდრე იაშვილი და ნიკოლოზ ჯღარკავა, ვეტერანი ფეხბურთელი და 21-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი ზურაბ ხიზანიშვილი, ასევე თბილისის "ლოკომოტივის" მწვრთნელები, ფეხბურთელები, ძველი და ახალი თაობის გულშემატკივრები, კლუბის პარტნიორები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

კლიპის გადაღება რამდენიმე კვირის მანძილზე მიმდინარეობდა და მასზე ალტერვიჟენ ჯგუფმა იმუშავა. ჩვენებამდე, "ლოკომოტივის" ტექნიკურმა დირექტორმა და მარკეტინგის დირექტორმა სტუმრებთან, გუნდის ნაჩვენები შედეგები შეაჯამეს და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.

"სეზონის დაწყებამდე, "ლოკომოტივში" მოხდა გარკვეული ცვლილებები ბრენდინგის მიმართულებით. ასევე, მთავარი მწვრთნელი გახდა გიორგი დევდარიანი და ჩემპიონატის პირველი წრე გუნდმა მეოთხე პოზიციაზე დაასრულა, რაც საკმაოდ კარგი შედეგია. "ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე კი ლევან ყენიას საქართველოში და კონკრეტულად "ლოკომოტივში" დაბრუნებაა. ლევანს კლუბთან ბევრი რამ აკავშირებს, სწორედ აქედან მოხვდა "შალკეში" - განაცხადა ყიფიანმა.

"ლოკომოტივი" აქტიურად მუშაობს ფან-კლუბისა და ფან-შოპის ჩამოყალიბების კუთხით. მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სოციალურ პროექტებში, რაც ვფიქრობ ფეხბურთელებისთის დამატებითი მოტივაციაა. ამ კლიპის შექმნის მიზანიც სწორედ გულშემატკივრების მოზიდვას და ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაციის შექმნაა" - თქვა მარკეტინგის დირექტორმა მაკო მეტრეველმა.

"მე და ჩემ ჯგუფს გვინდოდა ამ კლიპის მეშვეობით, გადმოგვეცა ის ემოცია და დამოკიდებულება ფეხბურთისადმი, რომელიც გვაქვს ამ სპორტის მიმართ. გაგვიმართლა, რომ ისეთ გუნდთან ერთად ვიმუშავეთ, როგორიც "ლოკომოტივია". ვფიქრობ, კლიპი საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი გამოვიდა. იმედია მაყურებელი და გულშემატკივარი ისიამოვნებს" - განაცხადა, კლიპის ჩვენებამდე აჩიკო გულედანმა.

"ლოკომოტივის" კლიპის ხილვა, ფეხბურთის გულშემატკივარს, კლუბის Facebook გვერდზე შეუძლია.

0.157376