ფეხბურთი

21:03 | 11.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

კოშმარული ტაიმი

პირველი ტაიმი, მოლდოვა – საქართველო 2:0! – რა უნდა ითქვას, იმაზე მეტი, რასაც ანგარიში ამბობს?! 45 წუთის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდისგან ფეხბურთთან მიახლოებული არაფერი ყოფილა. სრული ქაოსი დაცვაში, დაშლილი ნახევარდაცვა და უსაქმოდ მყოფი შემტევები...

პირველი გოლი სტანდარტიდან მივიღეთ, მეორე ინდივიდუალური გარღვევის. კი მართალია, შვედი არბიტრი აშკარად შეცდა და ჩვენს კარში მეორე გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, მაგრამ ეს გასასამართლებელ საბუთად არ ივარგებს.

წინ მეორე ტაიმია, ისეთი მდგომარეობაა, იმედის დატოვებაც რთულია.

0.118218