ფეხბურთი

19:25 | 11.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

მოლდოვა - საქართველო: ახალი ტაქტიკა - არაბიძე, ლობჟანიძე და დვალიშვილი სასტარტოში

ცოტა ხანში, კიშინიოვში, მომსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის რიგით მეექვსე შეხვედრას გამართავს საქართველოს ეროვნული ნაკრები მოლდოვის წინააღმდეგ.

უკვე ცნობილია ორივე გუნდის სასტარტო შემადგენლობა. საკმაოდ გადახალისებულია ვლადიმირ ვაისის გუნდის თერთმეტეული. ძირითადში ვერ მოხვდა ვაკო ყაზაიშვილი, სამაგიეროდ, მოედანზე პირველივე წუთიდან იქნება გიორგი არაბიძე.

შეცვლილია ტაქტიკაც: საქართველო ამჯერად სამი მცველით ითამაშებს. სხვა მხრივ კი, ძირითადი შემადგენლობები ასეთია:

მოლდოვა (4-2-3-1): პოსმაცი; ტირიგლაში, პოსმაცი, ეპურანუ, ბორდიანი; ჩებოტარუ, კარპი; ანტონიუსი, ჩოჩიუსი, დედოვი; გინშარი

მწვრთნელი: იგორ დობროვოლსკი

საქართველო (3-4-3): მაკარიძე; კვირკველია, კაშია, ტაბიძე; ლობჟანიძე, კანკავა, დაუშვილი, ნავალოვსკი; არაბიძე, კაჭარავა, დვალიშვილი

მწვრთნელი: ვლადიმი ვაისი

მსაჯი: ანდრეას ეკბერგი (შვედეთი)

0.113725