უეფას ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წლების სეზონი ტურნირის არსებობის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა. ლიგაზე 125 შეხვედრაში 380 გოლი გავიდა და საშუალო მაჩვენებლით (3.04 გოლი) ამ სეზონმა 2012/13 სათამაშო წლების შედეგი (2.94) გააუმჯობესა.
ფინალურ შეხვედრაში მადრიდის "რეალმა" ტურინის "იუვენტუსი" 4:1 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ გახდა ლიგის გამარჯვებული. ტურნირის ბომბარდირი 12 გატანილი გოლით კრიშტიანუ რონალდუ გახდა. პორტუგალიელს ლიგაზე 105 გოლი დაუგროვდა და მეორე ადგილზე მყოფ ლიონელ მესის უკვე 11 გოლით უსწრებს.