ჩინური “ტიანძინი” განაგრძობს ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავების მონადირებას. ამჯერად მაცდური შეთავაზება “დორტმუნდის” 27 წლის თავდამსხმელს ემერიკ ობამეიანგს გაუკეთეს.
ჩინური გუნდი მზადაა გაბონელ მოთამაშეში 80 მილიონი ევრო გადაიხადოს და ხელფასის სახით ყოველწლიურად კოლოსალური თანხა, კერძოდ 50 მილიონი ევრო დაუნიშნოს.
გავრცელებული ინფორმაციით, გერმანულმა კლუბმა გადაწყვეტილების მიღება ფეხბურთელს მიანდო. ჯერჯერობით სხვა დეტალები ცნობილი არ არის.
შეგახსენებთ, რომ ობამეიანგმა მიმდინარე სეზონში 44 მატჩი ჩაატარა და 37 გოლი გაიტანა.