მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმეონეს სჯერა თავისი გუნდის და ამბობს, რომ ფინალში გასვლის შანსი ჯერ კიდევ აქვთ. არგენტინელი აღნიშნავს, რომ “როხიბლანკოს” ფეხბურთელებს “რეალთან” სათამაშოდ დამატებითი სტიმულის მიცემა არ სჭირდებათ.
“ჩვენ გვჯერა საკუთარი თავის და ჩვენი ფეხბურთელების. ამიტომ, არ შეიცვლება სათამაშო სტილი. ვიცით, როგორ გამოვიყენოთ ჩვენი იარაღი მეტოქის წინააღმდეგ და სრულად ვენდობი ჩემს ფეხბურთელებს. მჯერა, რომ დიდ შეხვედრას ჩავატარებთ და ქამბექის შესრულება შეგვიძლია. უნდა გამოვიყენოთ საკუთარი კედლების ფაქტორიც.
მოტივაცია? – ფეხბურთელებს ჩემი მოტივირება არ სჭირდებათ. მათ იციან, რომ “რეალთან” ორი ფინალი წააგეს, ხოლო რამდენიმე დღის წინ 0:3 დამარცხდნენ. ამაზე დიდი მოტივაცია მათთვის არ არსებობს”, - განაცხადა სიმეონემ.
“ატლეტიკოსა” და “რეალის” მატჩი დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. პირველი შეხვედრა “სამეფო კლუბმა” 3:0 მოიგო.