ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” შვედმა შემტევმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დაზიანებულ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა, აღნიშნულ ინფორმაციას SKY Sport-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ზლატანს სარეაბილიტაციო კურსი დაახლოებით 8-9 თვე გაგრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ შვედი ფეხბურთელი მომდევნო სეზონის დასაწყისსაც გამოტოვებს.
მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად ზლატანის მონაგარი ასეთი გახლავთ: 28 თამაში, 17 გოლი და 5 საგოლე გადაცემა.