დღეს 13 აპრილს ბაქოში სტარტი აიღო აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის თასის გათამაშებამ, სადაც 11 ქვეყნის ნაკრები იღებს მონაწილეობას. შეჯიბრების პირველ დღეს ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკებმა იასპარეზეს, საქართველოს ნაკრებმა ხვიჩა ქორიძის ხელმძღვანელობით 11 მედალი - 2 ოქრო, 4 ვერცხლი და 5 ბრინჯაო მოიპოვა.
58 და 76 კგ კატეგორიებში ქართული ფინალები გაიმართა, ტურნირის ჩემპიონები გიორგი შოთაძე (58) და გიორგი ცოფურაშვილი (76) გახდნენ, ვერცხლის მედლები აკაკი ოსიაშვილმა (54), ოთარ აბულაძემ (63), ლუკა ზაქარიაძემ (76), გიორგი პატარაიამ (58) მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლებს კი დიმიტრი ხაჩიძე (42), გიორგი ჩხიკვაძე (54), ხვიჩა ანანიძე (58), ომარ სირაძე (69), დავით სოლოღაშვილი (69) დაეუფლნენ.
ჩვენმა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში აზერბაიჯანის და ირანის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა.
მთავარი მწვრთნელი: ხვიჩა ქორიძე
უფროსი მწვრთნელები: მამუკა სულთანიშვილი, ვაჟა კრავეიშვილი, დევი რეხვიაშვილი.
ხვალ 14 აპრილს ახალგაზრდა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ.
www.wrestling.ge