8-9 აპრილს „თბილისის მერიის თასი 2017“ სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე", "მარაკანასა", და "ავაზას" სტადიონებზე 09:00 საათიდან აიღებს სტარტს.
მერიის თასის გათამაშებაში თბილისის ლიგის უმაღლესი და პირველი ლიგების 30 გუნდი ოლიმპიური სისტემით მიიღებს მონაწილეობას და გამოვლინდება ორი გუნდი, რომელიც ისპარეზებს „მოყვარულთა თასის 2017“ - ის ფინალურ ეტაპზე. სეზონის ბოლოს, თბილისის ლიგისა და თბილისის მერიის თასის გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან „თბილისის მერიის სუპერ-თასზე“.
„თბილისის მერიის თასი 2017“ საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.
თბილისის ლიგის ოფიციალური პარტნიორი და ფინანსური მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია.
ლიგის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანიები: „აჭარა“ და „თრიალეთი“. ინტერნეტ პორტალები: „მსოფლიო სპორტი“, „Goal.ge“, Sportstar.ge”,“1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო” და რადიო „ჯაკო“.
საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია