ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო არმანდო მარადონამ თანამემამულე მწვრთნელებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამჟამად საუკეთესო არგენტინელი სპეციალისტი “სევილიას” დამრიგებელი ხორხე სამპაოლია.
“დიეგო სიმეონეს საუკეთესო არგენტინელ მწვრთნელად დავასახელებდი, თუმცა მან “რივერ პლეიტი” მაშინ დატოვა, როდესაც ბოლო ადგილზე იყო.
ვფიქრობ, რომ ჩემ თანამემამულეთაგან დღეს საუკეთესო სპეციალისტი ხორხე სამპაოლია” – განაცხადა დიეგომ.
შეგახსენებთ, რომ ხორხე სამპაოლის გაწვრთნილი “სევილია” 21 ტურის შემდეგ ლა ლიგაში 43 ქულით მე-3 ადგილზეა. “დალაქები” დიეგო სიმეონეს “ატლეტიკოს” ოთხი ქულით უსწრებენ. ისინი “ბარსელონას” ორი, “რეალს” კი – სამი ქულით ჩამორჩებიან (მადრიდელებს 2 მატჩი თადარიგში აქვთ).