ფეხბურთი

10:27 | 9.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

გაბრიელ პალეტას და "მილანის" "რეკორდები"

“მილანი” და გაბრიელ პალეტა ევროპის წამყვანი ხუთი ჩემპიონატის გუნდებიდან ანტირეკორდის ავტორები გახდნენ – ნატურალიზებულმა იტალიელმა მიმდინარე სეზონში წითელი ბარათი სამჯერ მიიღო და ამაზე მეტჯერ წელს მოედანი არავის დაუტოვებია. პალეტამ წითელი ბარათები “ტორონისთან”, “ჯენოასთან” და “ბოლონიასთან” მატჩებში მიიღო.

რაც შეეხება “მილანის” ანტირეკორდს, ისიც გაძევებებს შეეხება – 2013 წლიდან მოყოლებული “როსონერის” ფეხბურთელებმა წითელი ბარათი 31-ჯერ მიიღეს და ტოპ 5 ჩემპიონატში ეს ყველაზე მაღალი შედეგია.

“მილანმა” გუშინ “ბოლონია” მარიო პაშალიჩის 89-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა (1:0). აღსანიშნავია, რომ ლომბარდიელებს ამ მატჩში ორი ფეხბურთელი გაუძევეს და 59-ე წუთიდან 9 კაცით თამაშობდნენ. მიუხედავად ამისა, მაინც მოიგეს.

0.121115