ხელბურთის ეროვნული ჩემპიონატის მეხუთე ტურში ქუთაისმა მძიმე ბრძოლაში დაამარცხა პეგასი, 35-33 და მეორე ადგილი შეინარჩუნა. მესამეზე გადავიდა სტუ ქარიშხალა, ხოლო ლიდერობს შარშანდელი ჩემპიონი, ბათუმის „შავი ზღვის ბიჭები“ - ხუთიდან ხუთი მოგება.
როგორც ჩანს, ფინალურ ოთხეულში გასასვლელად 6 გუნდი იბრძოლებს და, მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული სეზონის ბოლომდე კიდევ 16 ტურია, ექვსეულის ყველა მატჩი განსაკუთრებით დაძაბულია. ქუთაის-პეგასის პირველი ტაიმი 18-18 მორჩა და მეორეშიც რამდენჯერმე დაფიქსირდა საყაიმო ანგარიში. ჭაბუკთა ნაკრების ხელბურთელების, ცხოვრებაძის, გოგავასა და ლაპიაშვილის ლიდერობით პეგასი არაფერს უთმობდა უფრო გამოცდილ მეტოქეს - გუნდი არ გატყდა არც ბაძაღუას ტრავმისა და არც ლაპიაშვილის გაძევების შემდეგ, კრიტიკულ სიტუციაში 17 წლის მეკარემ ირაკლი დიხამინჯიამ ზედიზედ 2 შვიდმეტრიანიც მოიგერია და დასრულებამდე 12 წუთით ადრე პეგასი წინ იყო - 30-28.
ქუთაისის გუნდში საუკეთესოები იყვნენ გამზარდია და სიმონია - მათი შესაჩერებლად პეგასის ჭაბუკებს ხშირად უხდებოდათ წესების დარღვევა და მატჩის ბოლო მეოთხედის მეტი წილი ნაკლებობაში თამაშობდნენ. გადამწყვეტი სწორედ ეს მონაკვეთი აღმოჩნდა, როდესაც ქუთაისმა ზედიზედ ოთხჯერ გაიტანა და 55-ე წუთზე გამზარდიამ 32-30 დააწინაურა ქუთაისი. პეგასი მაინც არ დანებდა, სირენამდე 4 წუთით ანგარიში 31-32 იყო და პეგასი უტევდა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა და მალე რუსტამოვმა უპირატესობა თითქოს უხიფათო გახადა - 34-31. დასრულებამდე 30 წამით ადრე ზარნაძემ შვიდმეტრიანით სხვაობა ისევ დაიყვანა მინიმუმამდე, მაგრამ ბოლო შეტევაში სიმონიამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 35-33, ქუთაისმა მოიგო.
უმაღლესი ლიგის დებიუტანტმა გორმა პირველი ტაიმი ფრედ, 22-22 დაასრულა ლიდერთან, მერეც კარგახანს იბრძოლა და ბათუმმა მხოლოდ ბოლოში გატეხა მეტოქე - 45-38. დაახლოებით ასეთივე სცენარი იყო იმედ-სამტრედიის მატჩში, რომელიც თელაველებმა საბოლოოდ 10 ბურთით მოიგეს (40-30) და მეოთხე ადგილზე არიან. მესამეზე აინაცვლა სტუ-ქარიშხალამ, რომელმაც დაამარცხა ლიგის კიდევ ერთი დებიუტანტი, წყალტუბო - 47-21.
კვირას და ორშაბათს გლდანის დარბაზში მე-6-7 ტურის მატჩებია, რის შემდეგაც პირველი წრე დასრულდება. სამწრიანი ტურნირის შემდეგ ოთხი საუკეთესო გუნდი საქართველოს ჩემპიონობისთვის ფინალური ოთხეულის ფორმატით იბრძოლებს.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2016-17. კაცები, უმაღლესი ლიგა
მე-5 ტური. 4 თებერვალი, გლდანი
გორი - ბსბ ბათუმი 38-45
გორ: ვათიაშვილი, თითირაშვილი - ტიელიძე 11, ახალბედაშვილი 10, ზუბიაშვილი 7, ტარუაშვილი 5, ნიაზაშვილი 3, მჭედლიშვილი 2, იაშვილი, ტურაშვილი
ბათ: ანდრიაძე, სამყურაშვილი - აბრამიშვილი 11, გოგოლაძე 7, გრიშიკაშვილი 7, სურმავა 7, გ. კობახიძე 4, ბერძენიშვილი 3, კვერნაძე 3, ქარდავა 3, წივწივაძე, ყაველაშვილი, მჟავანაძე, ვასაძე, ვაშალომიძე
მსაჯები: ვიტალი ზგობა - ტარას კუზი (უკრ)
წყალტუბო - სტუ ქარიშხალა 21-47
წყ: ხაჭაპურიძე, სილაგაძე - გიორგაძე 10, ბენიძე 5, ჩაკვეტაძე 4, მეტონიძე 1, დარსაველიძე 1, გოგიძე, შვანგირაძე
სტუ: ხანდოლიშვილი, ხიდეშელი - სტურუა 15, ბულბულაშვილი 13, გ. ფერაძე 8, მამულაშვილი 7, კარტოზია 2, ჯორბენაძე 1, ჭერაშვილი 1
მსაჯები: ტარას კუზი - რუსლან პერეპელიცა (უკრ)
იმედი თელავი - სამტრედია 40-30
იმ: ცინცაძე, ხარაიშვილი, ლორია - გიორგაძე 9, ცისკარიშვილი 6, მიქავა 6, იობაშვილი 5, აბაშიძე 4, მაისაშვილი 3, ბაინაზიშვილი 2, ბაჯალაძე 2, აბჟანდაძე 1, ცხვარაშვილი 1, ყორიაული 1
სამ: ხონელიძე, შველიძე - ხაჟომია 13, თევზაძე 10, ნიკურაძე 3, ძნელაძე 2, ცხვარაძე, ზურაბიანი, ანტონოვიჩი, სხვიტარიძე
მსაჯები: რუსლან პერეპელიცა - ვიტალი ზგობა (უკრ)
ქუთაისი - პეგასი 35-33
ქუთ: ტორონჯაძე - გამზარდია 11, სიმონია 8, ჭელიძე 5, მერკვილაძე 4, რუსტამოვი 4, ჯუღელი 2, ალანია 1, კობახიძე, ჩიხლაძე
პეგ: ი. დიხამინჯია- ცხოვრებაძე 11, გოგავა 7, ლაპიაშვილი 6, ზარნაძე 4, გ. დიხამინჯია 3, ბაძაღუა 2, კაჭკაჭაშვილი, კალანდაძე
მსაჯები: ვიტალი ზგობა - ტარას კუზი (უკრ)
ტექნიკური დელეგატი ლევან გელაშვილი
-----------------------თ--მ---ფ--წ------ბ-----ქ
BSB ბათუმი---------5—5—0—0--204-144-10
ქუთაისი-------------5—4—0—1--173-154--8
სტუ-ქარიშხალა-----5—3—1—1--169-137--7
იმედი თელავი------5—3—0—2--165-142--6
პეგასი----------------5—2—1—2--200-169--5
სამტრედია----------5---2—0—3--173-181--4
გორი-----------------5—0—0—5--177-221--0
წყალტუბო----------5—0—0—5--145-258--0
5 თებერვალი
12:00 იმედი თელავი - წყალტუბო
13:30 ქუთაისი - გორი
15:00 სტუ-ქარიშხალა - სამტრედია
16:30 ბსბ ბათუმი - პეგასი
6 თებერვალი
12:00 გორი - წყალტუბო
13:30 იმედი თელავი - ქუთაისი
15:00 პეგასი - სამტრედია
16:30 სტუ-ქარიშხალა - ბსბ ბათუმი