იტალიის ეროვნული ნაკრების და "ვესტ ჰემის" მცველი ანჯელო ოგბონა მუხლის ოპერაციას გაიკეთებს და მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია "ჩაქუჩების" თავკაცმა სლავენ ბილიჩმა დაადასტურა.
მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა 25 მატჩი ჩაატარა. ინგლისურ კლუბში ოგბონა 2015 წელს "იუვენტუსიდან" 11 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავიდა.