ფეხბურთი

11:25 | 16.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზინედინ ზიდანი: “წაუგებელი სერია დაუსრულებლად ვერ გაგრძელდებოდა”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა “სევილიასთან” წაგების (1:2) შემდეგ განაცხადა, რომ ეს შედეგი მისმა გუნდმა ღირსეულად უნდა მიიღოს და წინსვლა განაგრძოს. ამ თამაშში “სამეფო კლუბის” 40-მატჩიანი წაუგებელი, სარეკორდო სერია შეწყდა, რომელიც 2016 წლის აპრილიდან იღებდა სათავეს.

“მზად ვიყავით, რომ ჩვენი სერია ერთ დღეს შეწყდებოდა. საწყენია 85 წუთის განმავლობაში რომ იგებ და მერე გამარჯვებას ხელიდან უშვებ. თუმცა, ახლა სხვა არაფერი დაგვრჩენია წაგება მივიღოთ და მომავალზე ზრუნვა განვაგრძოთ. წაგების მიუხედავად, ჩემი გუნდით ვამაყობ. “სევილია” შესანიშნავი გუნდია და მართლაც რთული იყო მის წინააღმდეგ თამაში. სერხიო რამოსი? ეს ავტოგოლი არაფერს ცვლის - სერხიო გუნდის ლიდერია” - აღნიშნა მატჩის შემდეგ ზინედინ ზიდანმა.

“სანჩეს პისხუანზე" გამართულ თამაშს მადრიდელები 67-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუს მიერ გატანილი პენალტით იგებდნენ, თუმცა 85-ე წუთზე ჯერ სერხიო რამოსის ავტოგოლით გათანაბრდა ანგარიში, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი სტევან იოვეტიჩმა სევილიელებს გამარჯვება მოუტანა (VIDEO).

0.121636