ფეხბურთი

22:05 | 11.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: “ინტერმა” გალიარდინი დაიმატა

მილანის “ინტერმა” ბერგამოს “ატალანტას” 22 წლის ნიჭიერი ნახევარმცველი რობერტო გალიარდინი ოფიციალურად გაიფორმა. იტალიელმა ფეხბურთელმა “ნერაძურისთან” სეზონის ბოლომდე გააფორმა საიჯარო ხელშეკრულება, მაგრამ ზაფხულში “ინტერნაციონალე” მას სრულად გამოისყიდის.

ლომბარდიულ გუნდს აღნიშნული ტრანსფერი საბოლოო ჯამში 28 მილიონ ევრომდე დაუჯდა. აღსანიშნავია, რომ გალიარდინი “ინტერის” ყველა დროის ძვირი ტრანსფერების ხუთეულშიც კი მოხვდა.

რობერტო გალიარდინიმ მიმდინარე სეზონში “ატალანტას” შემადგენლობაში 13 მატჩში 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. ერთხელ იგი იტალიის ნაკრებშიც იყო გამოძახებული, თუმცა არ უთამაშია.

0.128466