27 დეკემბერს, სასტუმრო თბილისი მერიოტში გაიმართა "მოყვარულთა თასის" დახურვა-დაჯილდოვების ცერემონიალი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი, მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გაგა ზურაბაშვილი და მოყვარულთა თასში მონაწილე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.
საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ბერდია ჯიბლაძემ შეაჯამა განვლილი ჩემპიონატი, დამსწრე საზოგადოებას სტატისტიკური ანალიზი წარუდგინა და მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, რომელმაც მოყვარულთა თასის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა პროექტის ორგანიზატორებსა და მასში ჩართულ თითოეულ მონაწილეს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ „მოყვარულთა თასი“-ს გამარჯვებული გუნდი „სეუ“ და მეორე ადგილზე გასული გუნდი „წისქვილი“ 2 500 და 1 500 ლარით დააჯილდოვა.
თბილისის ლიგის მხარდამჭერი ქალაქ თბილისის მერიისგან, თბილისის უმღლესი ლიგის პირველ, მეორე და მესამე ადგილოსან გუნდებს: მფკ „კვარტალი“, „დიდუბე“ და „ვაზისუბანი“ საპრიზო თანხები: 3 000, 2 000 და 1 000 ლარი გადაეცათ.
გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული მოყვარული ფეხბურთელები, რომლებსაც სიმბოლური პრიზები გადაეცათ. ხოლო, გულშემატკივრის რჩეულსა და მოყვარულთა თასის საუკეთესო ფეხბურთელს სპორტული ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღაზია “GL sport”-სგან 200 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები.
გულშემატკივრის რჩეული გახდა წყალტუბოს სამოყვარულო საფეხბურთო გუნდის ფეხბურთელი გიორგი თევზაძე.
სხვადასხვა ნომინაციები გადანაწილდა შემდეგნაირად.
მოყვარულთა თასი 2016
საუკეთესო მწვრთნელი - ამირან ცხომარია (სეუ)
ბომბარდირი - ნიკა გულორდავა, „წისქვილი“(5 გოლი)
ნიკა მაისურაძე - „წისქვილი“(5 გოლი)
საუკეთესო მეკარე - ბაკურ საჯაია (წისქვილი)
საუკეთესო მცველი - შალვა ღონღაძე (წყალტუბო)
საუკეთესო ნახევარმცველი - ირაკლი ხვიჩია (შამგონა - ზუგდიდი)
საუკეთესო ფეხბურთელი - სერგი მაჭარაშვილი(სეუ)
თბილისის პირველი ლიგა
საუკეთესო მწვრთნელი - კახა მაისურაძე (სდსს)
ბომბარდირი - ნიკა მაისურაძე, „წისქვილი“ (29 გოლი)
საუკეთესო მეკარე - მამუკა კიზირია (გლდანი)
საუკეთესო მცველი - შოთა ფარულავა (უქიმერიონი)
საუკეთესო ნახევარმცველი - გიორგი ჩივაძე (წისქვილი)
საუკეთესო ფეხბურთელი - გიორგი ბაგალიშვილი (სდსს)
თბილისის უმაღლესილიგა
საუკეთესო მწვრთნელი - გივი ვასაძე (დიდუბე)
ბომბარდირი - ალექსანდრე კაიდარაშვილი მფკ „კვარტალი“ (11 გოლი)
საუკეთესომეკარე - გიორგი ცხვედიანი (დიდუბე)
საუკეთესო მცველი - გურამ მჭედლიშვილი (კვარტალი)
საუკეთესო ნახევარმცველი - ტატო ბეჟუაშვილი (დიდუბე)
საუკეთესო ფეხბურთელი - ოთარ არველაძე (სეუ)
„მოყვარულთა თასი“ 2017 წლამდე დაგვემშვიდობა!
საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრესსამსახური