მიმდინარე ჩემპიონატის მეცამეტე ტურის მეორე შეხვედრა ქუთაისში ჩატარდა, სადაც ადგილობრივმა კალათბურთელებმა ერთ-ერთ აუტსაიდერ ,,მგზავრებს“ უმასპინძლეს.
რაღა თქმა უნდა, ფავორიტად მასპინძლები ითვლებოდნენ, რომლებსაც მხოლოდ ორი წაგება აქვთ და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფებიან. თუ არ ჩავთვლით პირველ მეოთხედს, რომელმაც გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა, და რომელიც მასპინძლებმა ერთი ქულით 17:16, მოიგეს, მთელი შეხვედრა კოტე ტუღუშის შეგირდების უპირატესობით მიმდინარეობდა. მატჩის საბოლოო ანგარიშია 85:60 ,,ქუთაისის“ სასარგებლოდ.
ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 15 ქულა მასპინძელთა სერბმა ლეგიონერმა, ცენტრალურმა თავდამსხმელმა დრაგან ტუბაკმა დააგროვა, რომელსაც ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. ტუბაკს მხოლოდ ერთი ქულითა და ამდენივე მოხსნით ჩამორჩა მისი თანაგუნდელი, მძიმე ფორვარდი ბექა ბექაური. მასპინძელთა შორის 12 ქულით ყველაზე შედეგიანი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, გამთამაშებელი ოთარ ფხაკაძე იყო.
მეორე წრის ცენტრალური შეხვედრა მეშვიდე ტურში, თბილისში ჩატარდება, სადაც ერთმანეთს პირველ-მეორე ადგილებზე მყოფი ,,დინამო“ და ,,ქუთაისი“ შეხვდებიან.
,,ქუთაისი“ - ,,მგზავრები“ 85:60
(17:16, 29:17, 17:12, 22:15)