სამოყვარულო ფეხბურთში თბილისის უმაღლესი ლიგის 2016 წლის სეზონი დასრულდა, რომლის ჩემპიონიც მფკ "კვარტალი"გახდა. მეორე ადგილი "დიდუბემ" დაიკავა, ხოლო წინა სეზონის ჩემპიონი "ვაზისუბანი" მე-3 ადგილს დასჯერდა. ვინაიდან, გუნდები "ბურე" და "ოქროსუბანი" მე-7 - მე-8 ადგილებზე გავიდნენ, პლეიაუტში მოხვდნენ და უმაღლეს ლიგაში დასარჩენად პირველი ლიგის მე-3 - მე-4 ადგილოსნებს დაუპირისპირდებიან.
თბილისის უმაღლესი ლიგის ოფიციალური მხარდამჭერი - ქალაქ თბილისის მერია ჩემპიონ მფკ "კვარტალს" 3 000 ლარს გადასცემს, მეორეადგილოსან "დიდუბეს" - 2 000 ლარს, ხოლო მესამეადგილოსან "ვაზისუბანს" - 1 000 ლარს.
ასევე, ჩემპიონ მფკ "კვარტალს" გუნდის სპონსორმა Lider-bet-მა 1 500 ლარი გადასცა.
„თბილისის ლიგა 2016“ სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატია, რომელიც საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით ხორციელდება.
„თბილისის უმაღლესი ლიგის“ ახალი სეზონი 2017 წლის თებერვლიდან აიღებს სტარტს.
უმაღლესი ლიგის ბომბარდირი 11 გოლით ალექსანდრე კაიდარაშვილი (მფკ "კვარტალი") გახდა.
თბილისის უმაღლესი ლიგის 2016 წლის სეზონის საბოლოო სატურნირო ცხრილი და ბომბარდირთა სია კი ასე გამოიყურება:
საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია