ფეხბურთი

14:13 | 18.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

კრამერი რამდენიმე თვე იუქმებს

გერმანიის ეროვნული ნაკრების და "გლადბახის" ნახევარმცველმა კრისტოფ კრამერმა "აუგსბურგთან" წაგებული (0:1) ბუნდესლიგის მე-16 ტურის მატჩში მუხლის ჯვარედინი მყესები დაიზიანა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. აღნიშნული ტრავმის გამო ფეხბურთელი რამდენიმე თვე იუქმებს. ჯერჯერობით გერმანელის დაბრუნების ვადა უცნობია.

კრამერი "გლადბახში" "ლევერკუზენიდან" 2013 წელს იჯარის წესით გადავიდა და ორი წელი თამაშობდა. გასული სეზონი კრისტოფერმა "ბაიერში" გაატარა, 2016 წელს კი ნახევარმცველი "გლადბახმა" 15 მილიონ ევროს სანაცვლოდ შეიძინა. მიმდინარე სეზონში მსოფლიოს ჩემპიონმა 21 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.113763