25-27 ნოემბერს, „მოყვარულთა თასი 2016“-ის ფარგლებში, სსფ-ს ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“, საქართველოს თასის 1/8 ფინალური თამაშები გაიმართა. გათამაშებაში მონაწილეობა მიიღო რეგიონალურ ეტაპზე გამარჯვებულმა 16-მა სამოყვარულო საფეხბურთო გუნდმა. შეხვედრები ტრადიციულად დაძაბული, უხვგოლიანი გამოდგა და გამოვლინდნენ 1/4-ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები.
საქართველოს თასის გათამაშებაში მონაწილეობა საქართველოს ყველა რეგიონის 46 მუნიციპალიტეტის 250-მდე სამოყვარულო საფეხბურთო გუნდმა და 5 500-მდე მოყვარულმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს თასის ფინალური ეტაპის გუნდებიდან დაკომპლექტდება საქართველოს სამოყვარულო საფეხბურთო ნაკრები, რომელიც 2017 წლიდან მონაწილეობას მიიღებს UEFA Regions’ Cup-ის გათამაშებაში.
საქართველოს სამოყვარული ფეხბურთის ასოციაცია