ინტერნეტ-გამოცემა Goal-მა 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელად პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ დაასახელა.
აღნიშნულმა გამოცემამ წლის 50 საუკეთესო ფეხბურთელი შეარჩია და მეორე ადგილზე კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელი ლუის სუარესი გავიდა, მესამე პოზიცია კი ანტუან გრიზმანს ერგო. რონალდუმ აღნიშნული პრიზი ზედიზედ მეოთხედ მოიგო, ხოლო 2008 წლის შემდეგ საუკეთესო სამეულს მიღმა ლიონელ მესი პირველად დარჩა.
2016 წელს ევროპის ჩემპიონმა 49 მატჩი ჩაატარა, 44 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა.