ფეხბურთი

22:30 | 23.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემმა” ამჯერზე უოლკერს გაუხანგრძლივა

ლონდონის “ტოტენჰემი” წამყვან ფეხბურთელებთან ახალი ხელშეკრულებების გაფორმებას განაგრძობს. როგორც “მამლების” ვებგვერდი იტყობინება, ამჯერად გუნდთან კონტრაქტი მარჯვენა მცველმა კაილ უოლკერმა გაახანგრძლივა. 26 წლის ფეხბურთელი ახალი ხელშკრულების თანახმად “უაით ჰართ ლეინზე” 2021 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

უოლკერი “ტოტენჰემში” 2011 წელს ბირმინგემის “ასტონ ვილადან” შეუერთდა და მას მერე გუნდის ძირითადი შემადგენლობის მუდმივი წევრია. შეგახსენებთ, “ტოტენჰემმა” კაილამდე კონტრაქტები დელე ალისა და დენი როუზს გაუხანგრძლივა.

0.116176