კალათბურთი

23:52 | 17.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო მონტენეგროს პირველი ტაიმის შემდეგ ამარცხებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტ 2017-ის შესარჩევი ციკლის ბოლო ტურში სტუმრად მონტენეგროს ნაკრებს პირველი ტაიმის შემდეგ 4 ქულის სხვაობით, 45:41 ამარცხებს.

პირველ ორ მეოთხედში პარკეტზე ილიას ზუროსის შეგირდთაგან ყველაზე შედეგიანი მაიკლ დიქსონი გახლდათ, რომელმაც ნაკრებს 17 ქულა შესძინა. ზაზა ფაჩულია კი, თანაგუნდელებს 11 ქულით, 9 მოხსნითა და 4 პასით შეეწია.

ამ დროისთვის ქვეჯგუფს სწორედ საქართველოს ნაკრები ლიდერობს, რადგან თბილისში 2 ქულის სხვაობით აქვს წაგებული. თუმცა, საუკეთესო მეორეადგილოსანთა შორის მოხვედრა, რაც ევრობასკეტ 2017-ის საგზურს იძლევა, ჩვენს კალათბურთელებს გარანტირებული აქვთ. მეორე ტაიმი დაახლოებით 10 წუთში განახლდება.

0.133604