ფეხბურთი

18:12 | 16.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

“რომას” ღია კარის დღეები ევროტურნირებზე...

ამჯერად საკმარისი არ გამოდგა გამარჯვების მოსაპოვებლად ფრანჩესკო ტოტი, რომელმაც “პლზენთან” ბოლო ოცი წუთი ითამაშა. ევროპა ლიგის პირველ ტურში “რომა” ჩეხეთის ჩემპიონს დაუზავდა (1:1), მიუხედავად იმისა, რომ დიეგო პეროტის პენალტით მეოთხე წუთზე იგებდა.

“ჯალოროსის” კი, ევროპულ ასპარეზზე საქმე მართლაც ცუდად აქვს – ბოლო 33 მატჩში რომაელებმა საკუთარი კარი მშრალად 32 შემთხვევაში ვერ შეინახეს. სტუმრად კი, საერთოდ 2009 წლის მერე ყველა შეხვედრაში უშვებს მინიმუმ ერთ გოლს. უკანასკნელად “რომამ” შვიდი წლის წინ, ევროპა ლიგაზე სოფიას ცსკასთან (3:0) მოიგო მშრალად ჩერჩის დუბლითა და სკარდინას გოლით.

“პლზენთან” ფრე კი, “რომასთვის” ევროტურნირებზე ბოლო 13 შეხვედრიდან მეექვსე იყო, ხოლო ხსენებული თამაშებიდან რომაელებს ერთადერთი აქვთ მოგებული, ექვსიც წააგეს...

თეგებირომა
0.118314