კალათბურთი

21:11 | 14.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ილიას ზუროსი: "ამ გამარჯვებას გულშემატკივრებს ვუძღვნით"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა სლოვაკეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ბერძენმა სპეციალისტმა განვლილი მატჩი დადებითად შეაფასა და მომავალ შეხვედრაზე ისაუბრა. მისი თქმით, მონტენეგროსთან საქართველსო ნაკრებს დაცვაში კარგი თამაში სჭირდება.

„როდესაც სპორტის სასახლეში ვთამაშობთ, მოედანზე 6 მოთამაშით ვართ - ამ გამარჯვებას ჩვენს გულშემატკივრებს ვუძღვნით. ეს იყო ბოლო საშინაო მატჩი ამ შესარჩევ ციკლში და ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათი მხარდაჭერა. ამიტომაც, დიდი მადლობა მათ. ასევე მადლობა ჩემს კალათბურთელებს, რომლებიც ბოლომდე მოწადინებულნი იყვნენ დღევანდელი შეხვერდის მოსაგებად. თუმცა, ამით ყველაფერი არ დამთავრებულა, რადგან მონტენეგროში დადებითი შედეგის საჩვენებლად მივდივართ.

მონტენეგროსთან შეხვედრაში აუცილებლად დაცვაში მაღალ დონეზე თამაში გვჭირდება, სახვანაირად მათთან წარმატებაზე ვერ ვიფიქრებთ. ჩვენი მთავარი მიზანი კი რაღა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებაა და იქამდე ერთი მატჩი დაგვრჩა ჩასატარებელი. ხშირად დაკარგულ ბურთებს რაც შეეხება, როდესაც შინ ვთამაშობთ, ბიჭებს სურთ გულშემატკივარზე ითამაშონ და შეცდომები ასეთ შემთხვევაში ხდება ხოლმე. რა თქმა უნდა, ასეთნაირად ფინალურ ეტაპზე არ ვითამაშებთ, რადგან ჩემი ფილოსოფია კონცენტირებული თამაშია. კარგია, ლამაზად თამაში, მაგრამ ეს ყოველთვის მეტ შეცდომას იწვევს.“, - განაცხადა ზუროსმა.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები შესარჩევ ციკლს 17 სექტმებრს, პოდგორიცაში მონეტენეგროსთან მატჩით დაასრულებს.

0.11817